Saturday, November 21, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ჯგუფის  მიერ შესრულებული ნაშრომების პრეზენტაცია. ჩემთვის როგორც პირველი პრეზენტატორი, ძალზე საინტერესო იყო კოლეგების მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება.  ჩემი პროექტის ,, პატარა არქეოლოგების " პრეზენტაციის შემდეგ  ჯგუფის წევრებმა მომცეს გარკვეული რჩევები,რასაც შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ.
ამ ტრენინგმა მე დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ სჭირდება  ბავშვს ჰყავდეს 21 -ე საუკუნის მასწავლებელი, რადგან მათ განუვითარდეთ  21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
განსაკუთრებული დიდი მადლობა ამ პროექტის ტრენერს  თამარ ლოსაბერიძეს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენთვის.

Sunday, November 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მეტად საინტერესო იყო, დავასრულეთ სასწავლო პროექტის შაბლონი, კერძოდ შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ველი, გადავახარისხე ჩემი პორტფოლიო და google drive-ის საშუალებით გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და შევარჩიეთ ბლოგისთვის შესაფერისი ფონი, გავეცანით ინტელის რესურსებს და მისი გამოყენების შესაძლებლობებს.

Saturday, November 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

        სასწავლო პროექტის შაბლონში შევიტანეთ სასწავლო პროცედურები,გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, განვსაზღვრეთ საბაზისო უნარები, რომელიც მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ. შევიმუშავეთ პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა, გავეცანით ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს.
      ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო  ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების დროს,რაც აუცილებელია რომ ყველა მასწავლებელმა გაითვალისწინოს.

Sunday, November 8, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და  გამოვაქვეყნე ბლოგზე. ბლოგზე ასევე გამოვაქვეყნე ვიდეო და გავეცანი საავტორო უფლებებს.

მუზეუმის გიდი - „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV ...

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, November 1, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

ბოლომდე დავხვეწე და დავასრულე ბუკლეტი, სრულყოფილად შევავსე შეფასების დროის ჩარჩო. .  power point-ის პროგრამაში მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია და google drive-ის მეშვეობით გამოვაქვეყნე ბლოგზე.